არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო სისტემაში ცვლილებებზე ინიციატივის მიღება რომელიმე ერთი პარტიის მიერ შეუძლებელია, ამიტომ ველით, რომ ყველა პარტიის პოზიცია იქნება ერთიანი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის მიღება რომელიმე ერთი პარტიის, მათ შორის მმართველი გუნდის მიერ შეუძლებელია.

როგორც თალაკვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ელის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ერთიანი იქნება, რადგან ეს „საჯარო შეთანხმებაა, რომელსაც შესრულება სჭირდება“.

„ჩვენ ამ კვირაში შევეცდებით, რომ დავარეგისტრიროთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება უკვე არსებობს და ამას ხელი მოაწერა მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა პარტიამ. ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს საჯარო განხილვებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ საკონსტიტუციო კომისია საკითხს განსახილველად გადასცემს კომიტეტებს და პლენალურ სხდომას, სადაც ჩატარდება კენჭისყრა. საჭიროა 113 ხმა, რათა ეს საკონსტიტუციო ინიციატივა ამ პარლამენტის ფარგლებში იქნას მიღებული. კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება რომელიმე ერთი პარტიის მიერ ცალკე, გიპასუხებთ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში, მათ შორის ჩვენს პარტიას, რომელსაც აქვს მყარი უმრავლესობა, არ შეუძლია რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დამოუკიდებლად მიიღოს. შესაბამისად, გუშინდელი შეთანხმება სწორედ ამას გულისხმობს, რომ ამ ინიციატივის გარშემო შეთანხმება უკვე არსებობს და მოველით, რომ კენჭისყრაზე გადაწყვეტილება და პოზიცია ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან იქნება ერთიანი, ვინაიდან ეს შეთანხმება არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ეს არის საჯარო შეთანხმება, რომელსაც სჭირდება შესრულება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად იქნას მობილიზებული უმრავლესობა ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს