ქართული ყავა „მეამა“ Amazon-ზე გაიყიდება - კომპანია საექსპორტო ბაზრებზე გადის

ქართულ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, „მეამა“ უკვე ექსპორტზე გადის. თავდაპირველად, საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზება Amazon-ზე მოხდება, უკვე შემდგომ კი ის არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ უფრო შორს, ამერიკაშიც გაიყიდება. საექსპორტო ბაზრებს შორის იქნება - თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ა.შ. მეტიც, როგორც „მეამაში“ აცხადებენ, წარმოებული პროდუქციის 80% სწორედ უცხოეთში გაიყიდება.

„მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, ვინც ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. ქარხანა სამგორის რაიონში 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ამ ეტაპზე საწარმოში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „მეამას“ ყოველთვიური წარმადობა 12 მილიონ კაფსულას შეადგენს. კომპანიის ტექნოლოგების მიერ „მეამაში“ ამ ეტაპზე ყავის 15 განსხვავებული, უნიკალური გემოსა და თვისებების მქონე კაფსულა მზადდება, რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო.

„მეამას“ ყავა წარმოდგენილია ორი ფორმატის კაფსულებით - ამერიკული (ამერიკანო) და ევროპული (ესპრესო). „ამერიკანოს“ ფორმატში 9 და „ესპრესოს“ ფორმატში 6 უნიკალური გემოა. ორივე ფორმატში გათვალისწინებულია უკოფეინო ყავაც. კაფსულები სიძლიერის, კოფეინის შემცველობით და ინტენსივობის მიხედვით დაყოფილია და იზრდება ნომრების მიხედვით. თითოეულ კაფსულაში მოვათავსებულია 5 და მეტი განსხვავებული ქვეყნის ან სახეობის ყავა.

საწარმოში ასევე მზადდება წმინდად დაფქული ყავა, რომელიც გემოს სრულად შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამერიკული ფორმატის 51 მმ კაფსულის შეფასება აშშ-ს რამდენიმე მსხვილ სადისტრიბუციო სავაჭრო ქსელში უკვე მოხდა. ამერიკელმა მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ქართულ ყავას აქვს განსხვავებული და სასიამოვნო გემოვნური თვისებები, ასევე მიმზიდველი შეფუთვა. უკვე 2020 წლის მეორე კვარტალში დაგეგმილია, რომ ამერიკული მაღაზიების თაროებზე "მეამა"– ს კაფსულები გამოჩნდეს.

გარდა ამერიკისა, კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა საექსპორტო ბაზრების მიმართულებითაც. "მეამა"-მ უკვე მიაღწია შეთანხმებას უკრაინაში ევროპული ფორმატის 37 მმ კაფსულების მიწოდებაზე, პროდუქციის ექსპორტზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბელარუსთან და აზერბაიჯანთან.

იმ დრომდე, კი ვიდრე „მეამას“ კაფსულები აღნიშნულ ქვეყნებში გავა, ის Amazon.com-ზე გაიყიდება. კაფსულა ამ სავაჭრო პლატფორმაზე 1,10 დოლარი, ხოლო აპარატი 160 დოლარი ეღირება, რაც რეალურად სხვა ფასია, ვიდრე „მეამას“ პროდუქცია საქართველოში. „ეს გამოწვეულია კომპანიის ლოიალური დამოკიდებულებით, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს რეზიდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ, როგორც მაღალი ხარისხის კაფსულირებული ყავა, ისე აპარატებიც“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „მეამაში“.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით ზოგადად ყავაზე, განსაკუთრებით კი კაფსულირებული ყავის მოხმარებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც უზრუნველყოფს ქართული, მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავაზე დიდ მოთხოვნას. კაფსულის ყავა 21-ე საუკუნის ტრენდია და როგორც „მეამაში“ აცხადებენ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს რეგიონში აამაღლოს ცნობიერება კაფსულის ყავის შესახებ, შეცვალოს ყავის სმის კულტურა და მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციასთან ერთად შეათავაზოს პროდუქციის შეძენის ახალი, თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები.

(R)

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება