მაჟორიტარი დაჩი ბერაია საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელს მხარს დაუჭერს და აცხადებს, რომ აქამდე არსებული რისკები მოხსნილია

მე მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს სამივე მოსმენაზე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზეც,- ამის შესახებ ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ შეთანხმებულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემოთავაზებულ პროექტში პრობლემური აღარ არის ის საკითხები, რის გამოც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

"სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო: ერთი - რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი იყო ქვეყანაში შექმნილიყო სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ეს ორივე მომენტი არის დაბალანსებული - რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლებათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40- 42- 43 პროცენტის შემთხვევაშიც კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს.

ამ კანონპროექტით ნაკლები შანსია იმის, რომ კოალიციური მთავრობა დასჭირდეს საქართველოს და მემარჯვენე და მემარცხენე, პროდასავლურმა და პრორუსულმა პარტიებმა ერთად დაიწყონ მთავრობის დაკომპლექტება, ამ მოცემულობით ამის ნაკლები შანსია, ვიდრე სრულად პროპორციულის შემთხვევაში იქნებოდა,“ - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

შეგახსენებთ, დაჩი ბერაია ერთ-ერთი იყო, რომელმაც თავის დროზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირდა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო