“ლელო საქართველოსთვის“ - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების რეალიზებისა და არჩევნების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ოპოზიციურ ძალებთან

,,ლელო საქართველოსთვის’’ მიესალმება ოპოზიციური ძალების ერთობასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო საკითხებზე მიღწეულ შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როცა ერთმანეთთან დაპირისპირებული და კონკურენტი პოლიტიკური ძალები ახერხებენ ოპოზიციურ ერთობასა და ხელისუფლებას შორის ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების წარმართვის წესებზე შეთანხმებას.

„პოლიტიკურმა გაერთიანება ,,ლელომ’’ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროცესის წარმატებით დასრულებაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება და არჩევნები იყოს პოლიტიკურ ველზე აზრთა ჭიდილი და არა უკომპრომისო დაპირისპირების პოლიგონი.

ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მივცეთ მშვიდი და გონივრული არჩევანის შესაძლებლობა. 2020 წელს უნდა დავიწყოთ ახალი ეროვნული იდეის ხორცშესხმა და ამ ხედვის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია.

ვულოცავთ ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და დიპლომატიურ კორპუსს ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე ფართო კონსენსუსის მიღწევის შემდეგ ,,ლელოს’’ პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა ამ შეთანხმების რეალიზების უზრუნველყოფა და ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების გააქტიურება.

ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ,,ლელო’’, როგორც ახალი ძალა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტიული სტრუქტურის მშენებლობას, რეგიონული ოფისების გახსნას და გაძლიერებას, პროგრამული ხედვის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციისათვის ახალი ხედვების დამუშავებას.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების რეალიზებისა და არჩევნების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ოპოზიციურ ძალებთან. ,,ლელო’’ განიხილავს გარკვეულ ეტაპზე მაჟორიტარული ოლქებში ოპოზიციასთან კოორდინაციასაც, რათა საქართველოში აღარასდროს მივიღოთ ავტორიტარიზმი და ერთპარტიული მმართველობა.

ამასთანავე ,,ლელო საქართველოსთვის’’ მზად არის წინასაარჩევნო პერიოდშივე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ვისაც აღმოაჩნდება თანმხვედრი პოლიტიკური ხედვები, როგორც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ისე მომავლის პრიორიტეტებზე.

,,ლელოს’’ ამოცანა არ არის მხოლოდ მართველი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ჩვენი მიზანია საქართველოს განვითარება, ქვეყნის წარმატებულ და ძლიერ სახელმწიფოდ გადაქცევა და საზოგადოებაში ახალი იმედის გაჩენა”, - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს