"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს სწორად ვერ აფასებს სიტუაციას და არაა ღირსი, რომ „ქართული ოცნების“ ემბლემა ატაროს.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ განუცხადა, თანამდებობიდან წასვლა "აბსოლუტურად არ განიხილება არცერთ ინსტანციაში, თუმცა ეს შეიძლება ძალიან ბევრს უნდა".
კითხვაზე, არიან თუ არა ამ ადამიანებს შორის "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, საგანელიძე ასე პასუხობს:
"რა თამა უნდა, რატომ გგონიათ, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველას გულზე ვეხატები? იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, "ქართულ ოცნებაში" არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს სწორად ვერ აფასებს სიტუაციას და ნამდვილად არაა იმისი ღირსი, რომ „ქართული ოცნების“ ემბლემა ატაროს გულზე. მე არავის ვგულისხმობ სახელებით და გვარებით. გადახალისება რა თქმა უნდა, სჭირდება "ქართულ ოცნებას". როდესაც ახალი საპარლამენტო სია იქნება, ახალი მაჟორიტარები იქნებიან, ღმერთმა დაგვიფაროს იგივე მაჟორიტარები იყვნენ. ყველაფერს აქვს დინამიკა", -აღნიშნავს საგანელიძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"