დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ლელო” არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ლელო” არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ბლოკებთან დაკავშირებით ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.

“ლელო” არის პარტია და როგორც პარტია მიდის არჩევნებზე. ბლოკებთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. კონსტიტუციაში წერია, რომ ბლოკები დაშვებულია. ჩვენ მოლაპარაკებებზე ვსაუბრობდით იმაზე, რაც უნდა შეცვლილიყო კონსტიტუციაში. შესაბამისად, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ეხება საკითხებს, რომელთა შეცვლაა განზრახული, ასე რომ, რაც შევა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვილებების სახით, უნდა შეეხოს იმ შეთანხმების ნაწილს, რომელზეც ხელია მოწერილი. “ლელო” მიდის არჩევნებზე დამოუკიდებლად. მას ექნება ურთიერთობა იმ ძალასთან ან ძალებთან, ვინც ყველაზე მეტად მოგვეხმარება ჩვენი პროგრამის შესრულებაში. ესაა ჩვენი მიზანი”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო