დავით საგანელიძე საარჩევნო სისტემის მოდელზე მიღწეულ შეთანხმებაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ს ელჩს მადლობას უხდის

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე საარჩევნო სისტემის მოდელზე მიღწეულ შეთანხმებაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს მადლობას უხდის.

„მინდა განსაკუთრებით დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს. არავის დამსახურებას ჩრდილს არ ვაყენებ, მაგრამ ის საქართველოში ჩამოსვლიდან მოკლე ვადებში, სათითაოდ შეხვდა ყველა პოლიტიკურ პარტიას. რომ არა მისი ჩართულობა, ვფიქრობ ეს პროცესი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა. როგორც საქართველოს მოქალაქემ, მინდა ელჩს დიდი მადლობა გადავუხადო“,-აღნიშნა საგანელიძემ.

საგანელიძის შეფასებით, მიღწეული შეთანხმება არჩევნების სწორად ჩატარების და შესაბამისად მომავალი პარლამენტის და მთავრობის სწორად დაკომპლექტების გარანტიაა.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს