ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გარკვეული საკითხები შესაძლოა, ონლაინ რეჟიმში განიხილოს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გარკვეული საკითხები შესაძლოა, ონლაინ რეჟიმში განიხილოს. შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აკეთებს.

როგორც კილაძე განმარტავს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ღონისძიებების გადადება უწევთ.

„კორონავირუსის გამო მოგვიწია კომიტეტის რამდენიმე ღონისძიების გაუქმება. მათ შორისაა, ღონისძიება მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად ბავშვის კოდექსთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ პროცესის ონლაინ-სივრცეში გადატანაზე, რომ თვითმმართველობებში კოდექსის განხორციელება არ შეფერხდეს.

აქვე, არ შემიძლია არ გამოვხატო განსაკუთრებული მადლიერება იმ მედპერსონალის მიმართ, რომლებიც 24/7-ზე უშუალოდ მუშაობენ კორონავირუსის წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუ ბიზნესი აიღებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და ამ მედპერსონალს მატერიალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს, რადგან მათ სახლებში ელოდებიან შვილები, მოხუცი მშობლები. ისინი ვერ ახერხებენ ოჯახში საჭირო დროით ყოფნას და უწევთ დამატებითი მატერიალური რესურსის მობილიზება. ამით კომპანიები შეუერთდებიან მსოფლიოს მსხვილი ბიზნესის წამოწყებას“, - წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო