საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები ჩამოდიან, უსაფრთხოების ზომები დაცულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები ჩამოდიან, უსაფრთხოების ზომები დაცულია.

როგორც ხვთისიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, თვითმფრინავში არიან ექიმები, რომლებიც მგზავრებს შეამოწმებენ.

„უსაფრთხოების ზომები დაცულია. აღჭურვილობა არის თვითმფრინავში, არის ხალხი, რომელიც გამცილებელი და გამყოლია, ისინი არიან ექიმები და გზაში ამ ხალხს ჩაუტარებენ გამოკითხვას და შეამოწმებენ, რამდენადაც შესაძლებელია. თითოეულ მგზავრს აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, პირბადეები და ასეთი ნორმების დაცვით მოდიან. ერთმანეთის გვერდით არ სხედან, შესაბამისი დისტანციის დაცვით განთავსდა ეს ხალხი. ის პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია ასეთი შემთხვევებისთვის, მაქსიმალურად არის დაცული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, ამ თვითმფრინავით მგზავრობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თბილისში დასაბრუნებელი ბილეთი ჰქონდათ შეძენილი და საქართველოს მთავრობის მიერ იტალიასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეწყვეტის გამო ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში. მისივე განცხადებით, ყველა მგზავრი, ვინც განაცხადა შეავსო, დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, იტალიიდან საქართველოს 200-მდე მოქალაქეს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს