დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პაციენტი 80 წლის იყო და მას მკურნალობა ლონდინის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კლინიკაში უტარდებოდა.
დიდ ბრიტანეთში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლონდონში ფიქსირდება.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 095 ადამიანი ემსხვერპლა, 116 736 დაინფიცირდა, 64 752 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაშია გავრცელებული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"