კობა გვენეტაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენები ბევრ გამოწვევას ქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკაში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ახალ კორონავირუსს უკავშირდება, საკმაოდ ბევრ გამოწვევას ქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკაში.

როგორც გვენეტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საბანკო სისტემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის.

„რა თქმა უნდა, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ ქმედებას იმისთვის, რომ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გამოწვევები დაიძლიოს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით. მოგეხსენებათ, საბანკო სისტემას და მის გამართულ ფუნქციონირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის. დღეს საუბარი გვქონდა იმ სექტორებზე, რომლებზეც შეიძლება გავლენა ჰქონდეს მიმდინარე მოვლენებს, რა მიმართულებით გვჭირდება კოორდინაცია, რისი გაკეთება შეიძლება, რომ შენარჩუნებული იყოს რაც შეიძლება მაღალი ზრდა ქვეყანაში“, - განაცადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, დღეს გამართულ შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?