სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის კორონავირუსით დაინფიცირების გამო თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს და განმარტეს, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძისთვის ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურებას სამუშაო პროცესისთვის გავლენა არ მოუხდენია.

მათივე განმარტებით, ეპიდემიოლოგები, ნოზაძესთან თანამშრომელთა შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, აცხადებენ, რომ უწყების არცერთ წარმომადგენელს საფრთხე არ ემუქრება.

„ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“, - განმარტავენ სამინისტროში, სადაც ასევე აცხადებენ, რომ იური ნოზაძესთან კონტაქტის გამო უწყების არც ერთ თანამშრომელს თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ მისცემია.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროში სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარებულია.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მის შვილთან ერთად საჩხერის კლინიკაშია მოთავსებული.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს