ირაკლი კობახიძე - ჩვენ ოპოზიციასთან გავაფორმეთ ორი შეთანხმება და ორივე ზედმიწევნით სრულდება

ჩვენ გავაფორმეთ ორი შეთანხმება ორ თემასთან დაკავშირებით და ორივე შეთანხმება ზედმიწევნით სრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრას არ შეეხება.

"რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და მათ შეუძლიათ ისარგებლონ მათი პოლიტიკური უფლებით, ჩვენ ამაში ბუნებრივია, ვერ ჩავერევით.

მე ვფიქრობ, ბოიკოტი არ შეეხება კენჭისყრას საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს პრინციპული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. ბუნებრივია, ბოიკოტის რეჟიმში ეს ვერ შესრულდება. შესაბამისად, კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს ბოიკოტი და ალბათ, ასეც იქნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს