ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი საქართველოზე ანგარიშს ამზადებს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებს.

„ანგარიშში აისახება ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. საუბარი იქნება საარჩევნო და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიშში ყველა თემა იქნება ასახული. ინფორმაცია და ხედვები გავცვალეთ თითოეულ თემასთან დაკავშირებით. მომხსენებლებმა გამოთქვეს კმაყოფილება და დადებითად შეაფასეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. ეს იყო პირველი თემა, რაზეც დეტალური საუბარი გვქონდა. ასევე, ჩვენ გვქონდა საუბარი იმ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. კერძოდ, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური სტატუსის მქონე პირებს. ჩვენ მომხსენებელს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ. საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის შედეგებს ანგარიშში ვიხილავთ, რომელიც მომხსენებლის მიერ მომზადდება", - განაცხადა კობახიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა