გიორგი კახიანის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო პროექტში ბლოკების საკითხი გათვალისწინებულია, ხოლო ბარიერი ბლოკში პარტიების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული

საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბლოკების საკითხი გათვალისწინებულია, ხოლო ბარიერი ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობის შესაბამისი იქნება.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან რამდენიმე საათის წინ გამართულ შეხვედრაზე შეჯერებული იქნა ასევე ოლქების საკითხი, კერძოდ თბილისში 8 ოლქი იქნება, ხოლო კახეთის რეგიონს 3 ოლქის ნაცვლად, 2 ოლქი დარჩება.

"ჩვენი მოსაზრება თავიდან ბლოკებთან დაკავშირებით, იცით, რომ იყო უარყოფითი, თუმცა შეხვედრაზე, რომელიც ერთი ორი საათის წინ იყო, გადაწყდა, რომ ბლოკების არსებობა იქნება შესაძლებელი, იმ პირობით, რომ ბლოკებთან მიმართებაში იქნება განსხვავებული ბარიერი და ბარიერის რაოდენობა იქნება დამოკიდებული ბლოკებში გართიანებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობაზე. ანუ, თუ ბლოკში გაერთიანდება ორი პარტია, ბარიერი იქნება 2 პროცენტი, თუ იქნება 7 პარტია, ბარიერი იქნება 7 პროცენტი. ეს არის უკვე ბოლო შეხვედრის შემდეგ შეჯერებული პოზიცია, რაც ასახულია პროექტში. ოლქებს, რაც შეეხება, თბილისში ნაცვლად 7 - ისა არის 8 ოლქი და ოპოზიციასთან საბოლოო კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ თბილისში არის 8 ოლქი და კახეთში ნაცვლად სამისა- ორი",- განაცხადა კახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო