საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალი კვირიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებების დახურვის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები შემდგომ შეტყობინებამდე იხურება. მან ასაკოვან ადამიანებს, ქრონიკული და რესპირატორული დაავადებების მქონე პირებს მოუწოდა, სახლში დარჩნენ.
„მინდა ძალიან ნათლად გითხრათ. ჩვენ კრიზისის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. მიუხედავად ყველა ჩვენი ძალისხმევისა შევაჩეროთ ის, ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება“,-განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ საუკუნის ყველაზე მწვავე ჯანდაცვის კრიზისის წინ დგას.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დაცვაა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა. ეს კრიზისი უნდა იყოს ერთად დგომის გამოხატულება. მე მჯერა თქვენი, რომ საერთო ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებთ“, - აღნიშნა მაკრონმა გუშინ ღამით გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"