ვახტანგ ბუცხრიკიძე - 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება და ეს შეთავაზება მოქალაქეებს პროცენტებს არ გაუზრდის

"თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ სესხების შენატანზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზება მომხმარებლებს პროცენტებს არ გაუზრდის.

როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, "თიბისიმ" საშეღავათო პერიოდის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო და ყველა ტიპის სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება.

"გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც სამი მსხვილი ბანკი, მთავრობა და რეგულატორი ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი გამოწვევა არის კორონავირუსი, მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას შევთავაზოთ პროცენტზე და ძირზე 3-თვიან არგადახდას. რა თქმა უნდა, ყველას ვისაც სურვილი ექნება, რომ გააგრძელოს გადახდა, მათ ამის საშუალება ექნებათ. მსესხებლებს კონკრეტულ ინსტრუქციებს ორშაბათიდან მივაწვდით.

რა თქმა უნდა, მომხმარებლებს პროცენტებს არ შევუცვლით. ეს სამთვიანი გადავადება ეხება როგორც პროცენტებს, ასევე ძირ თანხას. მაგალითად, თუ ფიზიკური პირი ყოველ თვე იხდიდა 100 ლარს და სამი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა 300 ლარი, ვთავაზობთ, რომ სამი თვის განმავლობაში შეუძლია გადაიხადოს სხვადასხვა დისტანციური არხებით და ასევე შეუძლია, რომ თუ გადაწყვეტს, ეს 300 ლარი არ გადაიხადოს და შემდეგ გადავუნაწილოთ მომავალ პერიოდზე", - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანების ბანკის ფილიალებში მისვლას შეამცირებს, რაც ვირუსის გავრცელების რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო: "თიბისის" გენერალური დირექტორი ბანკის მიერ სამთვიან საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ვახტანგ ბუცხრიკიძე - 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება და ეს შეთავაზება მოქალაქეებს პროცენტებს არ გაუზრდის

"თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ სესხების შენატანზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზება მომხმარებლებს პროცენტებს არ გაუზრდის.

როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, "თიბისიმ" საშეღავათო პერიოდის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო და ყველა ტიპის სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება.

"გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც სამი მსხვილი ბანკი, მთავრობა და რეგულატორი ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი გამოწვევა არის კორონავირუსი, მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას შევთავაზოთ პროცენტზე და ძირზე 3-თვიან არგადახდას. რა თქმა უნდა, ყველას ვისაც სურვილი ექნება, რომ გააგრძელოს გადახდა, მათ ამის საშუალება ექნებათ. მსესხებლებს კონკრეტულ ინსტრუქციებს ორშაბათიდან მივაწვდით.

რა თქმა უნდა, მომხმარებლებს პროცენტებს არ შევუცვლით. ეს სამთვიანი გადავადება ეხება როგორც პროცენტებს, ასევე ძირ თანხას. მაგალითად, თუ ფიზიკური პირი ყოველ თვე იხდიდა 100 ლარს და სამი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა 300 ლარი, ვთავაზობთ, რომ სამი თვის განმავლობაში შეუძლია გადაიხადოს სხვადასხვა დისტანციური არხებით და ასევე შეუძლია, რომ თუ გადაწყვეტს, ეს 300 ლარი არ გადაიხადოს და შემდეგ გადავუნაწილოთ მომავალ პერიოდზე", - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანების ბანკის ფილიალებში მისვლას შეამცირებს, რაც ვირუსის გავრცელების რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო: "თიბისის" გენერალური დირექტორი ბანკის მიერ სამთვიან საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო