გიორგი გახარია - ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დროა

არცერთ შემთხევაში ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით. რა თქმა უნდა, არცერთ შემთხევაში ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დრო. ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შესაბამისად, ღონისძიებები და ნაბიჯები პირველ რიგში, გადადმული იყო ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ხოლო შემდგომ რა თქმა უნდა, მეორე ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ეს გახლავთ ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ის ზეგავლენა, რომელიც რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ბრიფიგზე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა შეაჯამა და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის ნაწილს, საქართველოს მთავრობამ პირველივე დღიდან შექმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში და დგამს ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო ის გადაწვეტილებები, რომელიც კარგად არის ცნობილი. გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, გამკაცრდა კონტროლი თვითიზოლაციაში მყოფ ჩვენს მოქლაქეებზე. ამასთან ერთად, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, ისევე როგორც გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა. პრობაციონერების ნაწილში იყო გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და მათ საპრობაციო ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება მოეხსნათ და ასევე, პენიტენციურ სისტემაში 2 კვირით შემოღებულ იქნა სპეციალური ღონისძიებები. ყველაფერი ზემოთაღნიშნული გაკეთებულია იმისთვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა