დავით ბაქრაძე - ზარ-ზეიმით საჯარო განხილვების პროცესის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო პროპორციული სისტემა, ამიტომ, იგივე წრეზე წაყოლას არ ვაპირებთ

საჯარო განხილვებთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ცუდი გამოცდილება, როდესაც შემოდგომაზე, ზარ-ზეიმით საჯარო განხილვების ერთთვიანი პროცესის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო პროპორციული სისტემა, ამიტომ არანაირად, იგივე წრეზე წაყოლას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესში სრულფასოვან მონაწილეობას არ გეგმავს, თუმცა, ამის მიუხედავად, მონაწილეობას მიიღებს და მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას.

„ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას და მხარს დავუჭერთ კომისიის შექმნას, მაგრამ არ ვაპირებთ სრულფასოვან მონაწილეობას საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესში, ისევე, როგორც არ ვაპირებთ საჯარო განხილვებში მონაწილეობას მანამ, სანამ არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და არ დავინახავთ შეუქცევად ნაბიჯებს ამ შეთანხმების შესრულების გზაზე. მითუმეტეს, რომ საჯარო განხილვებთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ცუდი გამოცდილება, როდესაც შემოდგომაზე ასე საჯარო განხილვების და ზარ-ზეიმით ერთთვიანი პროცესის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ ჩააგდო პროპორციული სისტემა, ამიტომ იგივე წრეზე წაყოლას არანაირად არ ვაპირებთ. როცა დავინახავთ, რომ შეთანხმებები სრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სრულფასოვანი დაბრუნება, მანამდე ჩვენ ჩვენ ვალდებულებას შევასრულებთ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხმა მივცეთ და მხარი დავუჭიროთ კომისიის შექმნას, ამიტომ დიახ, კენჭისყრის დროს ჩვენ შევალთ დარბაზში და კენჭისყრის დროს მხარს დავუჭერთ კომისიის შექმნას, მაგრამ მის მუშაობაში არ მივიღებთ მონაწილებას, სანამ არ დავინახავთ შეუქცევად ნაბიჯებს ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმების შესასრულებლად,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს