დავით ჭიჭინაძე - ფაქტია, „ვიღაც“ დოლარს ყიდულობს,  დოლარით სპეკულირებას ახდენს და ამ გასაჭირში ფულს შოულობს

„ფაქტია, „ვიღაც“ ყიდულობს დოლარს, ახდენს დოლარით სპეკულირებას და ამ გასაჭირში ფულს შოულობს! ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნის სხვა ახსნა ნამდვილად არ მაქვს! - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და პრემიერ- მინისტრს, ეკონომიკურ გუნდსა და სებ-ს მიმართავს, პირველ რიგში ამ საკითხით დაინტერესდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ.

„ფაქტია ქვეყანაში ტურისტული მოძრაობა შეჩერებულია, ვაჭრობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაჩერებულია, გადარიცხვები, ფულის გადინება ქვეყნიდან თითქმის არ ხდება. დოლარზე მოთხოვნაც იმდენად შემცირებული იყო, რომ ლარმა გამყარებაც კი დაიწყო. მაგრამ ბოლო პერიოდში, რეალობა ისე შეიცვალა და ლარის კურსმა ყველა ისტორიული ნიშნული გადალახა. და ეს პროცესი ბანკების მხრიდან საკრედიტო მომსახურების გადავადების ფონზეც კი არ ჩერდება! ჩნდება ლეგიტიმური კითხვა:

ვინ ყიდულობს დოლარს, ვინ ახდენს დოლარით სპეკულირებას და ვინ შოულობს ამ გასაჭირში ფულს?!

ამიტომ, მივმართავ პრემიერს, ეკონომიკურ გუნდს და სებ-ის ხელმძღვანელს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და გამოიძიონ რატომ ხდება, ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, კურსის ზრდა, კორონავირუსზე არანაკლებ პანიკას იწვევს და ყველა ღონისძიება იქნება წყალში გადაყრილი, თუ ამ ფაქტის გამოძიება არ მოხდება.

„ან ვაჭრობა უნდა შეაჩერონ, იმიტომ რომ, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ასეთი ვარდნა ხდება, ვაჭრობა, საფონდო ბირჟები ჩერდება. ხოლო ეს შეუქცევადი პროცესი რომ დაიწყო, ამის ნათელი მაგალითი აშშ -ს საფონდო ბირჟების სერიოზული ვარდნაცაა.

მოკლედ, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან რეგულაცია და სახელმწიფოს აქტიური ჩარევა.

მთავრობა ასევე ორიენტირებული უნდა იყოს, რომ შექმნას ქვეყანაში რეზერვები, სასურსათო იქნება ეს, თუ საწვავის, რადგან თუნდაც საგაზაფხულო სამუშაოები სახელმწიფომ დააფინანსოს და ასევე ის პროგრამები, რომელიც დღეს პრაქტიკულად შეჩერებულია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში კი ყველაზე დაუცველ ფენას, უბრალოდ უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით