ნათია თურნავა - ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ყველა ზომის სასტუმროს შეეხება

ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ყველა ზომის სასტუმროს შეეხება, თუმცა მცირე სასტუმროები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია, ამიტომ მათთვის დამატებითი ზომა არის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება მსგავსად იმ მექანიზმისა, რაც ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ავამოქმედეთ გასულ წელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასული წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ასევე საკმაოდ დიდი დარტყმა მიადგა სასტუმროების ბიზნესს, ძალიან ოპერატიულად გადაწყდა და გამოიკვეთა ყველაზე მოწყვლადი ნაწილი - 4-დან 20 ნომრამდე სასტუმროები, სადაც „აწარმოე საქართველოს“ მეშვეობით საბანკო სესხების პროცენტი კრიზისის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დასუბსიდირდა.

„ამ პროგრამამ კარგად იმუშავა, ახლა ვთვლით, რომ ამ წარმატებული მაგალითის გამოყენებით, ვაფართოებთ სასტუმროების ზომას, მცირე და საშუალო - 4-დან 50 ნომრამდე სასტუმროები მიიღებენ იგივე სახის დახმარებას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, გასული წლის მსგავსად, მოხდება საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა, გაიზრდება არეალი და სასტუმროების ზომა, რადგან ტურიზმის და სასტუმროების ინდუსტრია წარმოდგენილია როგორც მსხვილი, ასევე მცირე საოჯახო სასტუმროებით.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, სუბსიდირებისთვის საჭირო თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან, ეს იქნება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში.

„თანხის პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, ეს არის დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში. თუმცა, ვინც მოგვმართავს და იქნება იმ კრიტერიუმის შესატყვისი, რომელიც ჩვენ აქამდეც გვქონდა გამოქვეყნებული, შეუფერხებლად მიიღებს ამ თანხას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯამი ჩემს მიერ დასახელებულ თანხას გადააჭარბებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე