გიორგი ვაშაძე - ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დატოვებით კრიტიკული ზღვარი არ არის გადალახული და ჯერ ველოდებით

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის კვლავ პატიმრობაში დატოვებით “მნიშვნელოვანი არაფერი იცვლება და კრიტიკული ზღვარი ჯერ არ არის გადალახული”.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, არსებობს გონივრული ვადა, სადამდეც ოპოზიცია შეთანხმების შესრულებას დაელოდება.

„ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებებს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. რაც მალე დაიხურება ეს საკითხი, უკთესია იმიტომ, რომ შეთანხმების შესრულება სწორედ ამას ნიშნავს. ყველაზე მაქსიმალური ვადა, რა თქმა უნდა, არის პარლამენტში პირველ მოსმენამდე. ჩვენ ველოდებით მანამდე, თუ არადა, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები მთლიანად შეიცვლება. მესმის, რომ სწრაფად გვინდა ყველაფერი, მაგრამ ჯერ ამ ყველაფრისთვის დრო არის. კრიტიკული ზვარი ჯერ არ არის გადალახული,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ერთი რამე ცხადია, რომ სენატორების განცხადებებმაც აჩვენა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერების ინფორმაციით, ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა რამდენიმე პირის - ბესიკ თამლიანის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას უკავშირდება. აღნიშნულს მმართველი გუნდი კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ოპოზიცია „დაპირების შესრულებას“ ელოდება და იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მოანწილეობას არ მიიღებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა, თუმცა ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს