რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი - კორონავირუსი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა - სავარაუდოდ, რამდენიმე პაციენტი დატოვებს დღეს კლინიკას

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 29 პაციენტი იმყოფება. მისივე განმარტებით, ორ პაციენტს გუშინ კორონავირუსის არსებობაზე ტესტი ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

„ამჟამად ჩვენთან კლინიკაში იმყოფება 29 პაციენტი. სავარაუდოდ, რამდენიმე პაციენტი დატოვებს დღეს კლინიკას. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ღამის განმავლობაში 2 პაციენტთან დაფიქსირდა ტემპერატურის მატება, 37,3-მდე. მათი მდგომარეობა დღეს დამაკმაყოფილებელია, თავს კარგად გრძნობენ. გუშინ ორ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ვირუსზე, ორივე პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა,“- განაცხადა თეა თავართქილაძემ.

მისი თქმით, პაციენტები იმყოფებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა.

„ამ ეტაპზე ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, ერთს ველოდებით. ჩვენ შეგვიძლია დღეს მივიღოთ 15-მდე პირი. ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა არ უფიქსირდება. ჰქონდა მცირე ჩივილები, რის გამოც მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს, ჩატარდა იქ ტესტირება, უარყოფითია ტესტი და გადმოყვანილია ჩვენს კლინიკაში დაკვირვების მიზნით,“- განაცხადა თეა თავართქილაძემ.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუფიქსირდათ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს