თენგიზ ცერცვაძე - თვითონ პაციენტებს როგორ აინტერესებთ, იცით?!  - მეტს კი არაფერს გვეკითხებიან, ის პირველი პაციენტი გაეწერა თუ არაო

თვითონ პაციენტებს როგორ აინტერესებთ, იცით?! მეტს კი არაფერს გვეკითხებიან, ის პირველი პაციენტი გაეწერა თუ არაო - როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველი პაციენტის გამოჯანმრთელებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დანარჩენებიც გამოჯანმრთელდებიან.

„მე მიკვირს, რომ ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ამ პირველი პაციენტის გამოჯანმრთელება-გაწერას იმიტომ, რომ ამას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გეტყვით, რომ ეს ბოლო 5 არ ვიცით ჯერ, როგორ არის, თორემ დანარჩენი 25 პაციენტი, ყველა გაეწერება, ყველა გამოჯანმრთელდება. ალბათ სიმბოლურად არის მნიშვნელოვანი. თვითონ პაციენტებს როგორ აინტერესებთ, იცით?! მეტს კი არაფერს გვეკითხებიან, ის პირველი პაციენტი უარყოფითია და გაეწერა თუ არაო. როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობას, რომ ყველას ჰგონია, რომ თუ პრეცენდეტი დაფიქსირდა გამოჯანმრთელების, ე.ი. ჩვენ ყველა გამოვჯანმრთელდებით. იყოს ასე, კი, ბატონო. თუმცა ამას ასეთი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, ყველა გამოჯანმრთელდებიან ისინი, ზოგი ადრე, ზოგი - გვიან”, - განაცხადა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო