საგარეო უწყება - „თურქეთის ავიახაზები” და „პეგასუსი“ მგზავრებისთვის ალტერნატიული მარშუტების შეთავაზებას უზრუნველყოფს

„თურქეთის ავიახაზები” და „პეგასუსი“ მგზავრებისთვის ალტერნატიული მარშუტების შეთავაზება უზრუნველყოფს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კომპანიები ასევე უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ როგორც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე მგზავრობის თარიღის ცვლილებას.

„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო და კომპანიები მიმართავენ შემზღუდავ ზომებს, რაც ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო საზღვრების დაკეტვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ასევე ყველა სახის ტრანსპორტით, მათ შორის საჰაერო გზით, გადაადგილების შეზღუდვას.

როგორც ცნობილია თურქეთის უმსხვილესმა საერთაშორისო ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებმა“ და „პეგასუსმა“ 17 აპრილის ჩათვლით შეაჩერეს ფრენები გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

მოგეხსენებათ, რომ „თურქეთის ავიახაზების“ და „პეგასუსის“ მომსახურებით სარგებლობს საქართველოს ბევრი მოქალაქე.

საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომუნიკაცია ავიაკომპანიასთან და როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ ისინი მგზავრებისთვის უზრუნველყოფენ ალტერნატიული მარშუტების შეთავაზებას, ასევე უსასყიდლოდ უზრუნველყოფს როგორც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე მგზავრობის თარიღის ცვლილებას. ამასთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, 24 საათი მუშაობს ცხელი ხაზი და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვინც იმყოფებით ამ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშუტების შესახებ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ​

იხილეთ ვიდეო: საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანიებმა მგზავრებს ალტერნატიული მარშუტები შესთავაზეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას