პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საელჩოებმა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს აქტიურად მიაწოდონ ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდნენ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია თურქული ავიაკომპანიების მიერ რიგ ქვეყნებში რეისების გაუქმების შედეგად სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიების მიერ დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი დავალება გიორგი გახარიამ დავით ზალკალიანს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, საელჩოებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზები, ამასთან, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დაკავშირებაც შეუძლიათ.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს საელჩოები ევროპულ ქვეყნებში არის გადასული განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე და მთავრობის მეთაურისგან აქვთ განსაკუთრებული დავალება, რომ გაძლიერდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებთაც შეექმნათ პრობლემა იმის გამო, რომ თურქულმა ავიახაზებმა და სხვა ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ფრენები ევროპის ამ ქვეყნების გავლით. საელჩოები არსებული ცხელი ხაზის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას ამ მოქალაქეების შესახებ. ასევე, მათ მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება ალტერნატიული გზით მგზავრობა საქართველოში. ამავე დროს, უკვე გავრცელებული არის თურქეთის ავიახაზების შესაბამისი განცხადება ალტერნატიულ ხაზებთან დაკავშირებით და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ასევე, რომ ის ხაზები, რომლებიც მიმდინარეობს და ქართული ავიაკომპანიის აირზენას საშუალებით, ის პირდაპირი ფრენები, რომლებიც არსებობს ევროპული მიმართულებით, იქნება შენარჩუნებული და ეს არის ასევე, ერთ-ერთი ალტერნატივა, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მიმართულებებიც გაიხსნას ქართული ავიაკომპანიის, რაზეც უახლოეს დღეებში ეცნობება ჩვენს საზოგადოებას. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ თუ ისინი, ვერ მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საკონსულოში არსებული ცხელი ხაზების მეშვეობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული ქოლ ცენტრი მათ მიაწვდით ასევე დამატებით ინფორმაციას. ყველა ამ ცხელი ხაზის შესახებ ზუსტი ნომრები, როგორც საკონსულოებში არსებული ცხელი ხაზის, ისე საგარეო საქმეთა სამინსიტროს ქოლ ცენტრის, უახლოეს საათებში იქნება გამოქვეყნებული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?