კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება

საფრანგეთში, კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის მიუხედავად, ადგილობრივი არჩევნები ტარდება. არჩევნები სპეციალური ჰიგიენური და ჯანდაცვითი ნორმების დაცვით მიმდინარეობს. ხელისუფლებამ საარჩევნო უბნებზე უპრეცედენტო სანიტარული ნორმების დაცვის განკარგულება გასცა. ადგილზე მომარაგებულია სპეციალური საშუალებები და საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს მოეთხოვებათ, ხმის მიცემამდე ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ. ასევე, მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საწერი კალმები.

ამომრჩევლებმა ერთმანეთისგან უსაფრთხო დისტანციაც უნდა დაიცვან. არჩევნების გადადებაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა, რადგან, მისი აზრით, ეს არადემოკრატიული იქნებოდა. ადგილობრივი არჩევნები ქვეყნის 35 000 მუნიციპალურ ერთეულში ტარდება.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი იხურება. მანამდე ხელისუფლებამ ქვეყანაში სკოლები დახურა და 100 კაცზე მეტის შეკრება აკრძალა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს