დავით ზალკალიანი განმარტავს, ვის არ შეეხება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი განმარტავს, რა შემთხვევაში იმოქმედებს გამონაკლისები და ვის არ შეეხება ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.

როგორც ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამონაკლისი შეეხება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს, ასევე ოჯახებს, სადაც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეა.

„ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლა იკრძალება. იქნება, რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები. ეს შეეხებათ, პირველ რიგში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს და მათ ოჯახებს. ასევე შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე ან არასრულწოვანი შვილი. ამავე დროს ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებს, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა - ექიმები, მოხალისეები, ასევე სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის და საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს. რა თქმა უნდა, ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველი შემთხვევისთვის ინდივიდუალურად“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველომ 18 მარტის, 00:00 საათიდან, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აკრძალა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა