ნინო ბურჯანაძე - დღეს სოლიდარულები უნდა ვიყოთ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად, რომ ღონისძიებები გაატაროს ქვეყნის დასაცავად

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად განცხადება გააკეთა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია მწვავე ოპონირების რეჟიმიდან გამოდის, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მიმართ ყველა სოლიდარული იყოს.

„სოლიდარულები უნდა ვიყოთ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად, რომ ღონისძიებები გაატაროს ქვეყნის დასაცავად. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი მწვავე ოპონირების რეჟიმი გადადის აბსოლუტურად სხვა რეჟიმში ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. გვექნება ალბათ მოსაზრებები და შენიშვნები, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კეთილგანწყობილ და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე რეჟიმში დასმული. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თუკი რაიმეში შეიძლება დავჭირდეთ სახელმწიფოს, მზად ვართ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ სამედიცინო პერსონალს, მათ ხელმძღვანელებს და მედიას, რომელიც „თავდაუზოგავად მუშაობს და საზოგადოების ინფორმირებულობას მაქსიმალურად ახდენს“ მადლობა გადაუხადა.

„გავამხნევოთ ერთმანეთი. მადლობას ვუხდით ჟურნალისტებს, რომლებიც რისკ ჯგუფში არიან და ჯანმრთელობის რისკის ფასად აგრძელებენ შრომას და ახალგაზრდებო, აბა თქვენ იცით, არ შეშინდეთ და გაუფრთხილდით მოხუცებს“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო