ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ელექტრონული სწავლების პროცესში უკვე სტუდენტთა 53%-ზე მეტია ჩართული

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ელექტრონული კომპონენტებით სწავლების პროცესში, დღეის მონაცემებით, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა 53%-ზე მეტია ჩართული, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 16 მარტიდან ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავიდნენ.

„ელექტრონული კომპონენტებით სწავლების პლატფორმა elearning.gtu.ge 16 მარტს შეუდგა მუშაობას. პორტალზე ინტეგრაციას სტუდენტები შეფერხების გარეშე გადიან.

ელექტრონული კომპონენტებით სწავლების შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე, ასევე youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმაზე, სპეციალურად სტუდენტებისთვის, ატვირთულია გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომელთა მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის ინსტრუქციებს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პლატფორმაზე elearning.gtu.ge ატვირთულია სწავლების სამივე საფეხურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსები, გარდა ამისა, ინტერაქტიურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქ-გვერდი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს