ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენად მუშაობა სწრაფი ტესტების დანერგვაზე მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენად, სწრაფი ტესტების დასანერგად მსჯელობენ.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ელოდება გარკვეულ რეკომენდაციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ეს გამოიყენეს.

"ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომების ქონისა თუ არარსებობის მიუხედავად აქვთ შიში, რომ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი და სურივლი აქვთ ჩაიტარონ ტესტირება იმ მეთოდით, რა მეთოდითაც ჩვენ ახლა ვატარებთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ასიმპტომურ პირებში, ამ ტესტის გამოყენების ინსტრუქციას არ იძლევა, ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ ისევ ვრჩებით შემთხვევის სტანდარტულ განმარტებაზე და მკაცრად მივყვებით ამ განმარტებას, თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობა სწრაფი ტესტების დანერგვაზე. ველოდებით გარკვეულ რეკომენდაციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ეს გამოიყენეს, სამხრეთ კორეის გამოცდილება ამ თვალსაზრისით საინტერესოა. როგორც კი გვექნება ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული სურათი, რა ადგილი შეიძლება დაიკავოს სწრაფმა ტესტებმა ჩვენი ეპიდემიის კონტროლში, პროტოკოლი შესაბამისად შეიცვლება. თუმცა, გარკვეული რისკები ცრუ დადებით ცრუ უარყოფითი პასუხებიდან გამომდინარე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაუსაბუთებელი შფოთვა, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ამიტომ სანამ არ გაიმართება სრულად ეს საკითხი, ჩვენ სწრაფ ტესტირებას ჯერჯერობით არ დავიწყებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ხშირად არის სიტუაცია, როცა მოქალაქის მაღალი ტემპერატურა გრიპის ან სხვა ცნობილი ვირუსის გამოა, რომელსაც არ სჭირდება არც კორონავირუსის სპეციფიკური ტესტირება და არც ჰოსპიტალიზაცია. ასეთ შემთხვევებში სწრაფი ტესტები ეფექტური იქნება.

"როგორც კი გვექნება სრული სურათი მოსახლეობა ამ ინფორმაციასაც მიიღებს. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ერთ კვირაში გვეცოდინება ალბათ როგორც ვიმოქმედებთ. მანამდე არსებობს PSR ტესტი," - განაცხადა გაბუნიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო