თურქეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა სირიის კრიზისი ონლაინ კონფერენციაზე განიხილეს

თურქეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა სირიის კრიზისი და მიგრანტთა საკითხები ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს. ინფორმაციას „როიტერი“ თურქეთზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხარეებმა ასევე, კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივ ძალისხმევაზე იმსჯელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სირიის იდლიბის პროვინციაში ჰუმანიტარული დახმარების მეთოდებზეც ისაუბრეს.

ვიდეოკონფერენცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ანკარამ სირიელ მიგრანტებს ევროპისკენ გზა გაუხსნა, ამან კი საბერძნეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. შეხვედრა თავდაპირველად სტამბოლში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიო ლიდერები იძულებული გახდნენ ონლაინ კონფერენციის ფორმატზე გადასულიყვნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს