ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2020

ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა კორონავირუსით მკურნალობისას - რას ურჩევენ ჩინელი ექიმები ევროპელ კოლეგებს

***

ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

“საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ცვლილების პროექტი არ განიხილება, თუმცა, სავსებით შესაძლებელია ახლავე დაიწყოს საყოველთაო განხილვის პროცესი და ათვლილი იქნას ის ერთვიანი ვადა. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ ცვლილებები კონსტიტუციაში ვერ შევა და არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით, რაც იქნება შეთანხმების პირობის დარღვევა", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" იმაზე საუბრისას, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

"როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო შეხვედრები არ გაიმართება და კანონპროექტის შინაარსს კომისია საზოგადოებას ტელეთერით გააცნობს. მისი განმარტებით, არსებული კონსტიტუცისა და რეგლამენტით გათვალისწინებული ვადებიდან, 28 აპრილი არის უახლოესი თარიღი, როდესაც შესალებელია პირველი მოსმენით კენჭი ეყაროს კონსტიტუციურ პროექტს. კონსტიტუციაში არის ნორმა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციის კანონის პროექტი არ განიხილება. თუ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, პარლამენტს უფლება არ აქვს შეცვალოს კონსტიტუცია. თუმცა, სავსებით შესაძლებელია საყოველთა განხილვა დაიწყოს ახლავე და ათვლილი იქნას ის ერთთვიანი პროცესი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კონსტიტუციაში ჩანაწერი საყოველთაო განხილვის ფორმის შესახებ არაფერს ამბობობს, განხილვა შეიძლება ჩატარდეს შეხვედრების გარეშეც სოციალური ქსელების გამოყენებით. საყოველთაო განხილვის მიზანი არის საზოგადოებამ გაიგოს რა ცვლილებები იგეგმება. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ კონსტიტუციაში ვერ შევა ცვლილებები, არჩევნები ჩატარდება ამჟამინდელი არსებული სისტემით, რაც იქნება შეთანხმების პირობის დარღვევა. ეს კი იქნება ცუდი არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელისუფლებას შეუძლია ერთი წლით გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება და შეინარჩუნოს ხელისუფლება. მაგრამ არ მგონია, რომ ეს მოხდეს, რადგან მაშინ ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეორედ მოსვლა, ისე უნდა იყოს გავრცელებეული ეს ეპიდემია", - წერს სტატიის ავტორი.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა კორონავირუსით მკურნალობისას - რას ურჩევენ ჩინელი ექიმები ევროპელ კოლეგებს

ჩინეთის ქალაქ უხანში მოღვაწე ექიმები, საიდანაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, აცხადებენ, რომ დღეს ევროპელი ექიმები ზუსტად იგივე შეცდომას უშვებენ, რაც მათ ჩინელ კოლეგებს მოსდიოდათ ეპიდემიის საწყის ეტაპზე და რამაც ჩინეთი პრაქტიკულად კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა. ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგიწერს. ეს შეცდომა კი თავად სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი დაცულობა იყო, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა კორონავირუსით მკურნალობისას - რას ურჩევენ ჩინელი ექიმები ევროპელ კოლეგებს

"იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსზე თავად ჩინელ ექიმებსაც საკმაოდ მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. გარდა ამისა, ინფექციისაგან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებები - სამედიცინო ნიღბები და ა.შ. - ავადმყოფებისთვისაც არ გააჩნდათ საკმარისი რაოდენობით. ამის გამო სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი ზერელად უყურებდა მათ პირად უსაფრთხოებას. შედეგად, დაახლოებით 1000 ექიმი და ექთანი თავად დაავადდა კორონავირუსით და 46 მათგანი გარდაიცვალა კიდეც. ამან კი თავის მხრივ ახალი პრობლემა წარმოშვა - სამედიცინო პერსონალის მკვეთი დეფიციტი უხანსა და სხვა ქალაქებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პეკინის სამედიცინო კოლეჯის პროფესორის ვუ დონგის თქმით, მათი ევროპელი კოლეგები "კოვიდ-19“-ით ყოველდღიური მუშაობის გამო ინფიცირდებიან, რაც უხანში იანვარში არსებულ სიტუაციას ჰგავს. პროფესოორმა აღნიშნა, რომ მედპერსონალის დაცვაა საჭირო. პეკინის სამედიცინო კოლეჯის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი დუ ბინი კი ამბობს, რომ უხანის ექიმებიდან კორონავირუსთან ბრძოლის დროს, დაინფიცირების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ოტორინოლარინგოლოგები (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები) და ოკულისტები (თვალის ექიმები) დაზარალდნენ, რადგან მათ პანციენტებთან, როგორც წესი, უფრო ახლო კონტაქტი აქვთ, ვიდრე სხვა პროფილის ექიმებს”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩინელი ექიმები აცხადებენ, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ მაშინაც კი, როდესაც ინფექციის ლოკალიზება ხდება, რადგან ინფექციის სხვა, ახალი შემთხვევები გამორიცხული არაა. განსაკუთრებით ჩინელმა ექიმებმა ყურადღება მიაქციეს სიფხიზლის აუცილებლობას მაშინაც კი, როდესაც ინფექციის გავრცელება ლოკალიზებულია. ეს არის იმის გამო, რომ ინფექციის ახალი შემთხვევები არ არის გამორიცხული. დღეისათვის ჩინეთში ეპიდემია ნელ-ნელა უკან იხევს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის ეპიცენტრად ევროპა გამოაცხადა. მათი ცნობით, ყველაზე მძიმე სიტუაცია იტალიაშია, სადაც ინფიცირებულთა რიცხმა 27 ათასს გადააჭარბა, ასევე სერიოზული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეინიშნება ესპანეთში (11,7 ათასი) და საფრანგეთში (6,6 ათასი)”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო