გრიგოლ ვაშაძე -  მინდა მივმართო ხელისუფლებას, სასწრაფოდ საჭიროა, საქართველოს ავიახაზების საშუალებით ჩარტერების დაგეგმვა , რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს.

გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, საქართველოს ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, წინ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადაარჩინოს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენები.

„ევროპიდან უამრავი ზარი შემოდის პირადად ჩემთან და უამრავი ზარი შემოდის პარტიაშიც. საქართველოს მოქალაქეები ჩარჩენილი არიან ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ არ აქვთ საშუალება არათუ კომერციული რეისით დაბრუნდნენ სამშობლოში, არამედ რამე შეღავათიანი ბილეთი იყიდონ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ამიტომ, გინდა თხოვნა დაარქვით, გინდა რჩევა დაარქვით - მინდა მივმართო ხელისუფლებას, სასწრაფოდ საჭიროა, საქართველოს ავიახაზების მეშვეობით ჩარტერების დაგეგმვა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები უკან ჩამოვიყვანოთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაავადდებიან, მათი იქ მიმხედავი კაციშვილი არ არის, ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ჩამოვიყვანოთ ეს ადამიანები, გასაგებია, რომ მათ უნდა გაიარონ კარანტინი, შეასრულონ მედიკოსების ყველა მითითება, რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს ეს მითითებები და შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახს, საზოგადოებას. ეს იქნება ამ ეტაპზე ჩვენი სახელმწიფოს მიერ ყველაზე ჰუმანური საქმე, ყველაზე ჰუმანური ნაბიჯი.

აბსოლუტურად გასაგებია და ამას არავითარი სპეციალური ეკონომიკური განათლება არ სჭირდება, რომ როგორც დანარჩენ მსოფლიოს, ჩვენც უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი გვექნება. ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, როგორ გადაარჩინოს ამ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისიდან ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენები. ეს ეხებათ სოციალურად დაუცველებს, მოხუცებს, ბავშვებს, დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. ახლა თუ არ დაიგეგმა ეს, ამ გამოწვევის მიმართ დაპირისპირება დაგვიანებული იქნება.

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა ჩავებმევით საზოგადოების ერთიან ძალისხმევაში იმისათვის, რომ ეს ეპიდემია საქართველომ, ჩვენმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა ღირსეულად გაიარონ “, - განაცხადა ვაშაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გრიგოლ ვაშაძე -  მინდა მივმართო ხელისუფლებას, სასწრაფოდ საჭიროა, საქართველოს ავიახაზების საშუალებით ჩარტერების დაგეგმვა , რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს.

გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, საქართველოს ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, წინ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადაარჩინოს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენები.

„ევროპიდან უამრავი ზარი შემოდის პირადად ჩემთან და უამრავი ზარი შემოდის პარტიაშიც. საქართველოს მოქალაქეები ჩარჩენილი არიან ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ არ აქვთ საშუალება არათუ კომერციული რეისით დაბრუნდნენ სამშობლოში, არამედ რამე შეღავათიანი ბილეთი იყიდონ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ამიტომ, გინდა თხოვნა დაარქვით, გინდა რჩევა დაარქვით - მინდა მივმართო ხელისუფლებას, სასწრაფოდ საჭიროა, საქართველოს ავიახაზების მეშვეობით ჩარტერების დაგეგმვა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები უკან ჩამოვიყვანოთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაავადდებიან, მათი იქ მიმხედავი კაციშვილი არ არის, ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ჩამოვიყვანოთ ეს ადამიანები, გასაგებია, რომ მათ უნდა გაიარონ კარანტინი, შეასრულონ მედიკოსების ყველა მითითება, რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს ეს მითითებები და შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახს, საზოგადოებას. ეს იქნება ამ ეტაპზე ჩვენი სახელმწიფოს მიერ ყველაზე ჰუმანური საქმე, ყველაზე ჰუმანური ნაბიჯი.

აბსოლუტურად გასაგებია და ამას არავითარი სპეციალური ეკონომიკური განათლება არ სჭირდება, რომ როგორც დანარჩენ მსოფლიოს, ჩვენც უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი გვექნება. ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, როგორ გადაარჩინოს ამ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისიდან ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენები. ეს ეხებათ სოციალურად დაუცველებს, მოხუცებს, ბავშვებს, დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. ახლა თუ არ დაიგეგმა ეს, ამ გამოწვევის მიმართ დაპირისპირება დაგვიანებული იქნება.

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა ჩავებმევით საზოგადოების ერთიან ძალისხმევაში იმისათვის, რომ ეს ეპიდემია საქართველომ, ჩვენმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა ღირსეულად გაიარონ “, - განაცხადა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო