პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.ბურჭულაძეების უფლებადამცველის შეფასებით, ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება პაატა ბურჭულაძის ოჯახის მიმართ მიმართული დისკრედიტაციაა.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ სამართალდამცავებმა მესამე პირების პირადი ინფორმაცია ამოიღეს. რამიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ დავალებული განჩინება გასცა.

"მობილურები ჩამოართვეს. არ მგონია, დაკავების რისკზე წავიდნენ, მაგრამ კომპანიას არანაირი მომავალი აღარ აქვს. ლექსო და შუქრი ბურჭულაძეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს", -განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

შეგახსენებთ, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 16 მარტს გაავრცელა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი