ირაკლი კობახიძე - თუ პრობლემა ზაფხულში სრულად მოგვარდა, ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად წარიმართება

თუ პრობლემა ზაფხულში სრულად მოგვარდა, ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად წარიმართება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ კორონავირუსმა არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გახდა საჭირო, არჩევნები ამ მდგომარეობის დასრულებიდან 60 დღეში ტარდება. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქმე აქამდე არ მივა და პრობლემა ზაფხულისთვის მთლიანად აღმოიფხვრება.

„თუ პრობლემა ზაფხულში სრულად მოგვარდა, ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად წარიმართება. დიდ იმედი გვაქვს, ასეც იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია როგორც გლობალურ ტენდენციებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება საქართველოში ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული.

როგორც კი სრულდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, იქიდან 60 დღეში ტარდება არჩევნები. ეს ყველაფერი კონსტიტუციითაა გაწერილი. ვფიქრობთ, აქამდე არ მივა საქმე. წესით, ამ გზით წასვლა არ უნდა დაგვჭირდეს. ალბათ, მსოფლიოსა და საქართველოში არსებობს რესურსი, რომ ზაფხულისთვის პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრას,“ - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მისივე განცხადებით, ეს ცვლილებები კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდება იმ შემთხვევაშიც, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მემგონი აქაც არ გვექნება შეფერხება. ვიანგარიშეთ ყველაზე მოკლე ვადა, რომელშიც შესაძლებელია კანონმდებლობის სრული დაცვით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ეს არის 1 თვე და 8 დღე. შესაბამისად, პირობითად რამდენიმე კვირის განმავლობაში რომც გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ეს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეაფერხებს. ვადები ამისთვის საკმარისია,“- განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო