პაატა ბურჭულაძის შვილი - იმედი გვაქვს, ყოფილი თანამშრომელი დაიკითხება, რომელმაც  სმს-ი გააგზავნა - ჩვენს მიმართ ეჭვები, რაც არსებობს, სწორი არ არის

პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები გამოკითხავენ მის ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც მისივე განცხადებით, ახლობლებს ხუმრობით გაუგზავნა სმს-ს შეტყობინება თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

როგორც შუქრი ბურჭულაძემ სუს-ში გამოკითხვის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნულ უწყებაში ის და მისი ძმა ადვოკატ მიხელ რამიშვილთან ერთად მივიდნენ, გამოკითხვა კი ყოფილი თანამშრომლის მიერ გაგზავნილ სმს-ს და მის ოფისში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება.

„რაც მედიასთან ვთქვით, რა თქმა უნდა, იგივეს მოვყვებით, ვინაიდან ეს არის სიმართლე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომელი გოგონაც დაიკითხება, იმიტომ, რომ უნდა თქვას, რაც არის და გაირკვეს სიმართლე. ჩვენს მიმართ ეჭვები, რაც არსებობს, არ არის სწორი და სამართლიანი“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

ამასთან, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ რაც ბურჭულაძეების ოფისში „ძალოვანი სტრუქტურების მიერ მათი უფროსების დავალებით განხორციელდა“, არის ბურჭულაძეების ოჯახის პირდაპირ დისკრედიტაცია და გარკვეული მიზანი იმისა, რომ მათ მომავალს თუ ბიზნესს, ყველანაირად ხელი შეუშალონ. „რაც საგამოძიებო მოქმედებებისას გააკეთეს, არის სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლა, ემსახურება პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მიზანს და არა იმასა, რაც უშუალოდ საქმესთანაა დაკავშირებული. აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს: კომპანიის ხელმძღვანელების, შუქრის და ალექსანდრეს მობილური ტელეფონები, მთლიანად ოჯახზე ინფორმაციები“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. რაც შეეხება იმ თანამშრომელს, რომელმაც შუქრი ბურჭულაძის ინფორმაციით, სმს შეტყობინებები ხუმრობით გაგზავნა თავის ახლობებთან, მიხეილ რამიშვილი განმარტავს, რომ არ იცის, რა ხდება ამ ქალბატონთან მიმართებით.

ცნობისთვის, 18 მარტს სამართალდამცავებმა ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისში „MS ჯგუფი” საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ ჩაატარეს, რაც რამდენიმე მოქალაქეს გაეგზავნა სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა