ნათია თურნავას განცხადებით, უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეისებს „აირზენა“ შეასრულებს, რა პროცესშიც სახელმწიფო თანადაფინანსებით ჩაერთვება

ჩვენ აქამდეც, სხვადასხვა ქვეყნიდან, იმის კვალობაზე, თუ როგორ იკეტებოდა მიმოსვლა, ვახერხებდით და ჩამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ მოხდება უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა.

„პირველ რიგში, ჩვენ აქამდეც, სხვადასხვა ქვეყნიდან, იმის კვალობაზე, თუ როგორ იკეტებოდა მიმოსვლა, ვახერხებდით და ჩამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი.დღეს როდესაც ძალიან გართულებულია კომუნიკაცია მთლიანად მსოფლიოში და პრაქტიკულად, თითქმის ყველა ავიაკომპანიამ უკიდურესად შეზღუდა ფრენები, ჩვენ ვტოვებთ ბაზარზე და მხარს ვუჭერთ „აირზენას“, რომელიც შეასრულებს, გარდა თავისი რეგულარული ფრენებისა, ასევე გარკვეული მიმართულებით კომერციულ ჩარტერებს. იმისთვის, რომ ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი საზრუნავი არის ის მოქალაქეები, რომლებიც არიან დარჩენილი უცხოეთის ქვეყნებში და ჩამოსაყვანია, მაგრამ ასევე ჩვენი უკიდურესად მაღალი რანგის პრიორიტეტია საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ამიტომ დაბრუნებულებს უნდა დავახვედროთ საკარანტინო სივრცეები. ასევე, საგანგებო შტაბის დახმარებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკონტრაქტებს სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვხვდებით ამ მოქალაქეების დაბრუნებას. ორგანიზებულად ხდება ეს და მომავალშიც ასევე გაგრძელდება“, - განაცხადა თურნავამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნათია თურნავას განცხადებით, უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის  რეისებს „აირზენა“ შეასრულებს, რა პროცესშიც სახელმწიფო თანადაფინანსებით ჩაერთვება

ჩვენ აქამდეც, სხვადასხვა ქვეყნიდან, იმის კვალობაზე, თუ როგორ იკეტებოდა მიმოსვლა, ვახერხებდით და ჩამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ მოხდება უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა.

„პირველ რიგში, ჩვენ აქამდეც, სხვადასხვა ქვეყნიდან, იმის კვალობაზე, თუ როგორ იკეტებოდა მიმოსვლა, ვახერხებდით და ჩამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი.დღეს როდესაც ძალიან გართულებულია კომუნიკაცია მთლიანად მსოფლიოში და პრაქტიკულად, თითქმის ყველა ავიაკომპანიამ უკიდურესად შეზღუდა ფრენები, ჩვენ ვტოვებთ ბაზარზე და მხარს ვუჭერთ „აირზენას“, რომელიც შეასრულებს, გარდა თავისი რეგულარული ფრენებისა, ასევე გარკვეული მიმართულებით კომერციულ ჩარტერებს. იმისთვის, რომ ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი საზრუნავი არის ის მოქალაქეები, რომლებიც არიან დარჩენილი უცხოეთის ქვეყნებში და ჩამოსაყვანია, მაგრამ ასევე ჩვენი უკიდურესად მაღალი რანგის პრიორიტეტია საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ამიტომ დაბრუნებულებს უნდა დავახვედროთ საკარანტინო სივრცეები. ასევე, საგანგებო შტაბის დახმარებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკონტრაქტებს სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვხვდებით ამ მოქალაქეების დაბრუნებას. ორგანიზებულად ხდება ეს და მომავალშიც ასევე გაგრძელდება“, - განაცხადა თურნავამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია