სუს-ში პაატა ბურჭულაძის შვილების გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეების გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებს მათ ინფორმაცია მიაწოდეს მათივე კომპანიის თანამშრომლის მიერ გაგზავნილ იმ სმს შეტყობინენებზე, რომლის მიხედვით, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„გამოძიება დაინტერესებული იყო ჩვენი კომპანიის სტრუქტურისა და თანამშრომლების შესახებ. უდიდესი ნაწლი დავუთმეთ გაგზავნილ 6 სმს-ს, თუ რა ინფორმაციას ვფლობდით. რასაკვირველია, ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ. მასიურ გაგზავნაზე, რასაც გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს მიმართ, ერთი კითხვაც არ დასმულა“ - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

ამასთან, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამორიცხავს, ამ საქმის გამო, მისი დაცვის ქვეშ მყოფების, ძმებ ბურჭულაძეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. „გამორიცხულია ასეთი რამ, იმიტომ, რომ მათი კომპანიისა და პირადად მათ მიმართ არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არსებობობს. შესაბამისად, თუ რომელიმე პასუხისმგებლობაში იქნება მიცემული, რომელთა უფლებებს მე ვიცავ, ეს არის ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეები, ეს კიდევ ერთი უარესი ქმედება იქნება განხორციელებული მათი ოჯახის მიმართ“,- აღნიშნა რამიშვილმა. ამასთან, ადვოკატი სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ უკან დააბრუნონ ბურჭულაძეების კუთვნილი ნივთები, რომლებიც გამოძიების შედეგად თან წაიღეს. მისივე თქმით, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ცნობისთვის, 18 მარტს სამართალდამცავებმა ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისში „MS ჯგუფი” საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ ჩაატარეს, რაც მოქალაქეებს გაეგზავნათ სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო