გიორგი გახარია -  მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და სახლში დარჩნენ.

როგორც მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს განსაკუთრებით ეხებათ პენსიონერებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

მისი თქმით, საქართველოს ფოსტა მოქალაქეებს ყველა აუცილებელ სერვისს მიაწვდის.

„მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ დავტოვებთ ჩვენს სოციალურ სივრცეს, ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომელზეც ზრუნვა სახელმწიფომ გარკვეუწილად თავის თავზე აიღო და უახლოესი დღეებიდან საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრების დროს აწვდიდა. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გლობალურად, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ერთად ეფექტიანად ვუპასუხებთ“,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა