სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

პარლამენტის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე იქნება. შესაბამისი დადგენილების პროექტს პარლამენტმა 91 ხმით დაუჭირა მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი კანდიდატურის გარშემო ერთსულოვანი მხარდაჭერა მისასალმებელია.

„იმედს გამოვთქვამ, რომ გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცებული იქნება. სასიამოვნოა, როდესაც მისი კანდიდატურის გარშემო არსებობს ერთსულოვანი მხარდაჭერა. ის იმსახურებდა ამ მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტის მხრიდან. მინდა, წარმატება ვუსურვო მას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, 2020 წლის დეკემბერში „რომის სტატუტის“ წევრი ქვეყნების მე-19 ასამბლეაზე, რომელშიც 123 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მოსამართლეები 6 ვაკანტურ ადგილზე აირჩევიან. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან.

1991-2005 წწ-ში გოჩა ლორთქიფანიძე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში; 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო