სასამართლო პროცესები დიტანციურად ჩატარდება

სასამართლო პროცესები დიტანციურად ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გენერალური პროკურორის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრაზე მიიღეს.

მხარეებმა შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადავა.

„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიდეთ დისტანციური საქმის წარმოების პროცესზე. პროცესები ჩატარდება დისტანციურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ასევე სასამართლო მაქსიმალურად უზრუნველყოფს მხარეებისთვის შესაძლებლობას, რომ სარჩელები და სხვადასხვა დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, ამისათვის მხარეებს აღარ დასჭირდეთ სასამართლოში გამოცხადება. ერთმანეთთან გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია და ვეცდებით, რომ დაიხვეწოს ელექტრონული წარმოების პროცესი, რათა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მსგავსად სასჯელაღსრულებაში მოთავსებული პირების, პატიმრების საქმეების განხილვაც მოხდეს დისტანციურად“, - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

როგორც გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე განმარტავს, გუშინ პირველი დისტანციური პროცესი უკვე გაიმართა.

„დღევანდელი შეხვედრა ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას მიეძღვნა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განხორციელდეს, რათა მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და ასევე უზრუნველყოფილ იქნას ამ პროცესში ჩართული მხარეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კონკრეტულად, გუშინ უკვე გაიმართა პირველი დისტანციური პროცესი. ჩვენი მიზანია, ყველა იმ საქმეებზე, რომლებზეც მართლმსაჯულება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესი განხორციელდეს დისტანციური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა უკვე დაინერგა, რისთვისაც დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს. ვფიქრობ, აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას“,-აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო