ირაკლი ქარსელაძე - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, დღეს, შალვა რამიშვილის გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაზე და 2020 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და გამოცხადებულია ტენდერები არაერთი ახალი პროექტის დასაწყებად.

„რეკომენდაციების შესრულება საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა 2020 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი გეგმის შესაბამისად შესრულდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს