რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 45 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 45 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მისივე თქმით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 10 პაციენტის ანალიზი გაიგზავნა და ყველა მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია. როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს კიდევ 5 პაციენტს ჩავუტარებთ ტესტირებას. დაგეგმილია რამდენიმე პაციენტის გაყვანა კლინიკიდან. ზოგი კარანტინის ზონაში გადაინაცვლებს, ზოგი თვითიზოლაციაზე წავა სახლში. მოგეხსენებათ, გუშინ გამოცხადდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ცენტრალური მიმღები ყველა იმ პაციენტისთვის, რომელსაც აქვს გამოვლენილი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები. ყველა პაციენტს ჩვენთან მოიყვანს სასწრაფო დახმარების მანქანა ან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. მათი გამოკვლევა მოხდება აქ როგორც კი გვექნება სწრაფი ტესტები და ამის შემდეგ ჩვენვე გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში. ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს რამდენ პაციენტს ველოდებით, მუდმივ კონტაქტზე ვართ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან და ასევე, სასწრაფო დახმარების სადგურთან. ისინი გვატყობინებენ წინასწარ, ჩვენ მათთან ერთად გავდივართ კონსულტაციას თუ რა კლინიკური სიმპტომები აქვს ამა თუ იმ ადამიანს და შემდეგ ამის მიხედვით ხდება ჩვენთან გადმომისამართება,“- განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე განმარტებით, 5 პაციენტი, რომელთა ანალიზები დღეს გამოსაკვლევად გადაიგზავნება, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოსული. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით, მათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამოუვლინდათ სიმპტომები.

„5-ვე პაციენტი, რომელთა ანალიზს დღეს გავაგზავნით ტესტირებაზე, ჩამოსულია სხვადასხვა ქვეყნიდან. ზოგმა გადმოკვეთა სადახლოს საზღვარი, ზოგმა აზერბაიჯანის საზღვარი და მათ საქართველოში შემოსვლის შემდგომ გამოუვლინდათ კლინიკური ნიშნები, რაც გამოიხატება ხველაში, ყელის ტკივილში ცხელებით. ხუთივე საქართველოს მოქალაქეა,“- განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჯამში 120 პაციენტის მიღება შეუძლია, აქედან 50 იქნება ის, ვისაც რეანიმაციული დახმარება და ინტენსიური თერაპია ესაჭიროება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს