გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებას პირდაპირ შევთავაზე, რომ მზად ვიყავი ვირუსთან ბრძოლაში ჩავრთულიყავი

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე არ ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას ახალი კორნავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. გიორგი ვაშაძის თქმით, მან პირდაპირ შესთავაზა ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების გზებში ჩართულობა.

„პირველი, რაც მინდა ვთქვა და აღვნიშნო ის არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები საგანგებო ვითარების გამოცხადებას. ერთის მხრივ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კონტროლ ქვეშაა და მეორეს მხრივ, საგანგებო ვითარებას აცხადებენ. რატომ ხდება მაშინ ასე?! პირველი ვიყავი პოლიტიკოსებს შორის, ვინც აბსოლუტური მორატორიუმი გამოვაცხადე კრიტიკაზე და ვთქვი, რომ კრიტიკის დრო არ არის და ხელისუფლებას პირდაპირ შევთავაზე, რომ მზად ვარ მოვიდე და ჩავერთო ამ საკითხში. ამდენ არასწორ გადაწყვეტილებას როდესაც ვხედავ, რომელიც ყოველდღიურ ვითარებას გვიმძიმებს, როგორ არ ვილაპარაკო?! ახლა შემომისევენ „ქოცტროლებს“, ამისთვის ყოველთვის იცლიან და დაიწყებენ რაღაც საკითხებზე ქილიკს.

მეორე რასაც არ ვეთანხმები ის არის, რომ თითქოს ტესტირება არ არის პანაცია. დიახ, სწრაფი ტესტი პანაცეაა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდის და ყოველდღიურად აცხადებს, რომ სწრაფი ტესტირება, სწრაფი დიაგნოსტიკა და სწრაფი იზოლაცია ეს არის მთავარი კომპონენტი.

2500 კაცამდე გვიზის კარანტინში, აცხადებენ, ამ ადამიანებს ტესტი არ აქვთ ჩატარებული. 14 დღე რატომ სხედან კარანტინში?! იმიტომ, რომ ველოდებით სიმპტომები არ გამოვლინდეს. ტესტირების მექანიზმი რომ გვქონდეს ეს ადამიანები დაიტესტებოდნენ და ვისაც აქვს ვირუსი გამოვლინდებოდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტია "ახალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა