07.07.2025 / 08:38
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დასრულდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დასრულდება.

„საგაგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება და მასთან ერთად საარჩევნო კოდექსიც და ის საკანონმდებლო ცვლიელებებიც, რომელთან დაკავშირებითაც, ჩვენ ოპოზიციასთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადებასთან ერთად ვმუშაობთ. შესაბამისად, ეს ვადები დაკორექტირდება, მოხდება საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის კალენდრის ადაპტირება და მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, მისი დასრულებისთანავე, ჩვენ ამ პროცესს განვაახლებთ და ვეცდებით, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ეს სამუშაო დაასრულოთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს