„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ „StopCoV ფონდში“ 100 000 ლარს გადარიცხავს

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი კომპანია “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ საგანგებოდ შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე - “StopCoV ფონდი“, 100,000 ლარს გადარიცხავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ -დან აცნობეს.

„მიუხედავად კრიზისული ვითარებისა, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ნავსადგურის ოპერირებას, რათა არ შეფერხდეს ტვირთების მომსახურების უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი; განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ასეთი გამოწვევის დროს, ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურებიან ამ საქმეს. ახლა, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბიზნესს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს კორონავირუსის დამარცხებაში. ამ მიზნით, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური, სოლიდარობის ფონდში (“StopCoV ფონდი“) შეიტანს თავის მოკრძალებულ წვლილს 100,000 ლარის ოდენობით, რათა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ეფექტურად ებრძოლოს შექმნილ კრიზისს და შეამციროს ვირუსით გამოწვეული საზიანო შედეგები,” -აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი.

მათივე ცნობით, ვირუსის წინააღმდეგ სხვადასხვა გზებით ბრძოლის შეთანხმებული ძალისხმევისა და საერთო მისიის ფარგლებში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მჭიდროდ თანამშრომლობს „წითელი ჯვრის ასოციაციის“ საქართველოს ოფისთან.

„მიღებულია რა უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა, რომელიც შეეხება ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, ფოთის საზღვაო ნავსადგური, აგრძელებს შეუფერხებელ საქმიანობას, როგორც ქვეყნისა და სრულიად რეგიონის უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა