აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - გულწრფელად უნდა ვთქვა, ავღანეთში ვიზიტით ძალიან იმედგაცრუებული ვარ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ავღანეთში ბოლო ვიზიტით იმედგაცრუებულია.

„გულწრფელად უნდა ვთქვა, ვიზიტით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, - აღნიშნა პოპმპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ის შეეცდება ორივე დაპირისპირებული მხარე შერიგებისა და მშვიდობის საჭიროებაში დაარწმუნოს.

პომპეო ავღანეთს 23 მარტს ესტუმრა. ავღანეთში სახელმწიფო მდივანი შეხვდა მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტ აშრაფ ღანის, ასევე ოპოზიციონერ აბდულა აბდულას, რომელიც თავს ქვეყნის კანონიერ ლიდერად მიიჩნევს.

პომპეოს ვიზიტის მიზანი იყო, რომ მედიატორის როლი შეესრულებინა ქვეყნის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერს შორის და ქვეყანაში სამშვიდობო პროცესისთვის შეეწყო ხელი, რადგან არსებობს საშიშროება, რომ თუკი შიდა კრიზისი მალე არ გადაიჭრება, ის გავლენას იქონიებს სამშვიდობო პროცესზე, რაც თალიბანთან აშშ-ის შეთანხმებას რისკის ქვეშ დააყენებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა