თბილისის მერიამ პროექტი #უსმინეთბილისს დაიწყო

დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! - ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი დაიწყო. პროექტის - #უსმინეთბილისს ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები თუ მომღერლები, თბილისის მერიის სოციალურ ქსელში ონლაინ კონცერტებს გამართავენ.

პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიაწოდა. მისი თქმით, დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დარჩნენ სახლში, რათა მსოფლიო გამოწვევას საქართველო ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს.

„მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რათა დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ სახლში, თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან. მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ, ყველა ერთად - ხელისუფლება, საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ურთულეს და უმძიმეს გამოწვევას, რომელსაც მთელ მსოფლიოში ებრძვიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს მათთვის, ვისაც არსებულ რთულ ვითარებაში, მხარდაჭერა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

„დღეს ყველანი დაძაბული ვართ, რთული მდგომარეობაა. ბევრი პროექტი ხორციელდება, ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამასთან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გავახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით. მოწოდება - დარჩი სახლში, რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია მიმართავს მოსახლეობას - #უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ - სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს