ირაკლი სესიაშვილი - დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი - ამ პირობებში, შესაძლებელია, რომ ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 5 სამხედრო მოსამსახურიდან 2 მარნეულის მუნიციპალიტეტის ბლოკ-პოსტთან იმყოფებოდა. ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თვადმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის ბლოკ-პოსტთან ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე განმარტებით, სამხედროებს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ.

„პირველ რიგში, ცხადია, უნდა დაველოდოთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი. ამ პირობებში, შესაძლებელია, რომ ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოლური წესით მოახდინა ყველა ნორმის დაცვა, ისინი იზოლირებულები არიან, ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აქ იყო. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და დაგაიმედოთ, რომ სავარადაუდოდ მათ არ დაუდასტურდებათ. ამას უკვე ოფიციალურად თავდაცვის სამინისტრო იტყვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა